სამეთვალყურეო კამერების დაყენება / მონტაჟი
კამერების მონტაჟი სახლისა თუ ოფისის უსაფრთხოების გასაძლიერებლად აუცილებელი ნაბიჯია. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კამერები უზრუნველყოფენ მუდმივ მონიტორინგს და ჩანაწერების შენახვას, რაც ამცირებს ქურდობის, ვანდალიზმისა და სხვა უსიამოვნო ინციდენტების რისკს. კამერების სისტემა დისტანციურად მართვადია, რაც საშუალებას გაძლევთ რეალურ დროში აკონტროლოთ თქვენი საკუთრება სმარტფონის ან კომპიუტერის მეშვეობით.
კამერების მონტაჟი მნიშვნელოვანი პროცესია და საჭიროებს პროფესიონალის დახმარებად. მონტაჟისას მნიშვნელოვანია სათანადო ადგილების შერჩევა, რათა კამერებმა მაქსიმალურად ეფექტურად დააფიქსირონ ყველა სტრატეგიული წერტილი. ასევე, კამერების ხარისხი, ხედვის კუთხე და ღამის ხედვის ფუნქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სისტემა სრულყოფილად იმუშაოს ნებისმიერ პირობებში. პროფესიონალური მონტაჟი უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და დაცულობის მაღალ დონეს
სერვისები

კამერების დაყენება / მონტაჟი ოფისებსა და სახლებში, როგორც გარე ასევე შიდა ტერიტორიაზე. ჩვენ დაგეხმარებით კამერების არჩევასა და სტრატეგიულ ადგილებზე მონტაჟში

თქვენს კერძო სახლში , კორპუსში ან ბიზნეს ობიექტზე უცხო პირთა წვდომის შეზღუდვის და კონტროლის საშუალება

გთავაზობთ შლაგბაუმების ფართო არჩევანს. გაივლით კონსულტაციას ჩვენი გუნდის წევრებთან, დაათვალიერებენ ტერიტორიას და შემდგომ აარჩევთ შესაბამის შლაგბაუმს.

ქსელი / კაბელირება
ჩვენი პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარებათ ქსელის ეფექტურად დაგეგმვაში ,გეგმის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის შენარჩუნებაში

სავაჭრო (pos) მოწყობილობები
გთავაზობთ სავაჭრო სისტემებს და მათ მონტაჟს. პოს ტერმინალი , თერმული პრინტერი , სკანერი , ფულის უჯრა , სასწორი , ხელის ტერმინალი , ეტიკეტის მბეჭდავი პრინტერი და ა.შ.

მოპარვის საწინააღმდეგო
მაღაზიიდან მოპარვის საწინააღმდეგო სისტემა მუშაობს 8,2 მეგაჰერციანი რადიოსიხშირით. ეს არის ყველაზე გავრცელებული და საიმედო გამოსავალი მაღაზიებში გაყიდული პროდუქციის მოპარვისგან თავის დასაცავად.
ჩვენ შესახებ

ჩვენი ისტორია 2009 წლიდან იწყება
და დაარსების დღიდან კომპანიას, უსაფრთხოების სფეროში, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულმა გუნდმა, მოახერხა გამხდარიყო ძლიერი კონკურენტი და შეექმნა საკუთარი სტანდარტები. ჩვენთვის დაარსების დღიდან, ხარისხთან ერთად, პრიორიტეტად მომხმარებელთან ურთიერთობა იქცა. შესაბამისად, კომპანია რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: დისტრიბუცია, საცალო და კორპორატიული დროთა განმავლობაში იზრდებოდა თანამშრომელთა რაოდენობა, სივრცეები, მასშტაბები, მოთხოვნილებები, უცვლელი მხოლოდ მომხმარებლისადმი ერთგულება და კომპანიის მთავარი პრინციპი დარჩა — სტაბილურობა, სანდოობა, ხარისხი! საერთაშორისო პარტნიორთა რაოდენობაც ასევე, ყოველწლიურად იზრდებოდა და დღეისათვის ITEL თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან. საერთაშორისო თანამშრომლობის ზრდასთან ერთად პროდუქიის ჩამონათვალიც გაფართოვდა, ITEL-ში დაგხვდებათ უსაფრთხოების მიმართულებით ყველა საჭირო პროდუქტი და მომსახურება. ჩვენ მუდმივად ვავითარებთ საკუთარ შეხედულებებს, ვქმნით ჯანსაღ, კონკურენტულ გარემოს უსაფრთხოების ბაზარზე. ვზრუნავთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, სწორედ ამიტომ დღეისათვის ITEL-ი ქართულ ბაზარზე ლიდერთა შორისაა უსაფრთხოების გადაწყვეტილების კუთხით. დღეს ისტორიას პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ქმნის. ჩვენ ვიაზრებთ თითოეული თანამშრომლის შესაძლებლობების მნიშვნელობას და ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს უსაფრთხოების გადაწყვეტილებებში
კლიენტები
ჩვენი კლიენტები არიან სანდო და პროფესიონალი კომპანიები საქართველოს ბაზარზე !
მადლობა ნდობისთვის
რატომ ჩვენი სერვისი?

მომენტალური რეაგირების სერვისი საქართველოს ნებისმიერ წერტილში

ვამონტაჟებთ თანამედროვე შემოწმებულ ხარისხიან კამერებს და დაცვის სისტემებს

15 წლიანი გამოცდილება უსაფრთხოების სისტემების დანერგვაში